"სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს" - ბერი ერმოლაოსი სიყვარულის შესახებ

"სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს" - ბერი ერმოლაოსი სიყვარულის შესახებ

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, "ფეისბუქით" შეყვარებულ ადამიანებს სიყვარულის დღეს ულოცავს.

"ყველა შეყვარებულ ადამიანს ვულოცავ სიყვარულის დღეს! ყველას ვისაც ეს მაცოცხლებელი გრძნობა არ წვევია, ვუსურვებ მის მალე მოპოვებას!

სულის ჭეშმარიტი და ერთადერთი დიდება სიყვარულია, რამეთუ შეყვარებულობა სულის ბუნებრივი მდგომარეობაა. სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს. თუ ადამიანი მკერდის არეში სიყვარულის ტკივილს არ გრძნობს, მაშინ მის სულს ძინავს ან საერთოდ მკვდარია. მიწიერი სიყვარულისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი მისი მატერიალიზირებისკენ მისწრაფებაა. სიყვარულის მატერიალური რეალიზაციის სურვილი ნელ-ნელა აცივებს და ანელებს მას. ამიტომ არის ღვთისადმი სიყვარული მდგრადი და გაუნელებელი, რადგან მისი მატერიალიზაცია შეუძლებელია. მატერიალური არგუმენტები ჩრდილავენ სულიერ საწყისებს და სულს თანდათან ავიწყებენ სიყვარულის პირველყოფილ სიხალასეს. სულს უყვარს ალოგოკურად, გაუთვითცნობიერებლად და თავად არ იცის რატომ, მაგრამ როგორც კი ამ პროცესში გონება და ფიზიოლოგია ჩაერთვება წარმოიქმნებიან არგუმენტები და შეფასებები, რომლებსაც სიყვარულთან არაფერი აქვთ საერთო და მაშინ სიყვარული ქრება. რა იქნებოდა რომეოს და ჯულიეტას სიყვარული მისი დიდება სიკვდილს რომ არ დაეფიქსირებინა და ის მატერიალიზირებულიყო? სანამ მიწიერი სიყვარული ზეციურს ბაძავს, ის ღვთიურია!", - წერს ბერი ერმოლაოსი.

დღეს ვალენტინობაა. ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიებში ეს დღე წმ. ვალენტინის ხსენების დღეა. ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

მართმადიდებლური ეკლესია სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში 16 ივლისს - გერგეტობის დღესასწაულზე აღნიშნავს, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ 1980 წლიდან დააწესა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს