ზედამხედველი - მამა, ხელქვეითი - შვილი ანუ ინტერესთა უხერხულობა გამგებლისთვის

ზედამხედველი - მამა, ხელქვეითი - შვილი ანუ ინტერესთა უხერხულობა გამგებლისთვის

კასპის რაიონის ლამისყანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ გოგიაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ავთანდილ გოგიაშვილის შვილია. აღნიშნული შემთხვევა კი ინტერესთა კონფლიქტად ითვლება და საქართველოს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-3 თავის მე-3 მუხლით დაუშვებელია.

რევაზ გოგიაშვილი 2013 წლის დეკემბრამდე, ლამისყანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად მუშაობდა. ხოლო მას შემდეგ რაც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრა. მამა-შვილმა ხელფასის ოდენობის პრემიები ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში ერთად აიღეს.

კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. "რწმუნებული მალე შეირჩევა და შექმნილი დროებითი უხერხულობა გამოსწორდება", - აცხადებს გოჩიტაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა