ამერიკელი ოლიმპიელი სოჭის მაწანწალა ლეკვებს შეიფარებს

ამერიკელი ოლიმპიელი სოჭის მაწანწალა ლეკვებს შეიფარებს

ამერიკელი მოთხილამურე, 22 წლის გას კენუორტი, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილეობს, სოჭის მაწანწალა ლეკვებს შეიფარებს.

გასი სოჭის ქუჩებში სეირნობდა, როდესაც ეს საყვარელი, პაწაწინა უპატრონო მშიერი ლეკვი შენიშნა. მოგვიანებით, ლეკვებს კიდევ გადააწყდა - გასი აპირებს, რომ ლეკვები სახლში წაიყვანოს.

მან ფოტო და პოსტი, რომელიც იტყობინება, რომ ლეკვები მალე თბილ სახლში, მზრუნველი პატრონის გვერდით იცხოვრებენ, "ტვიტერში" ატვირთა. ახალგაზრდა ამერიკელის სიკეთით უამრავი ადამიანი აღფრთოვანდა და "ტვიტერში" 600-ზე მეტი მადლობის კომენტარი მიუვიდა.

მომზადებულია newsday.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს