ევგენი პლიუშჩენკომ კარიერა დაასრულა

ევგენი პლიუშჩენკომ კარიერა დაასრულა

რუსმა მოციგურავე ევგენი პლიუშჩენკომ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 13 თებერვალს იგი სოჭის ოლიმპიადის ინდივიდუალური ასპარეზობიდან ზურგის ტრავმის გამო მოიხსნა. მოკლე პროგრამის შესრულებამდე მოთელვისას უიღბლო ნახტომის შემდეგ უხერხული მოძრაობა გააკეთა, შემდეგ ყინულზე გავიდა და გამოსვლაზე უარი განაცხადა.

"კარიერა დავასრულე. ასაკი შესაძლებლობას მაძლევს, მაგრამ 12 ოპერაცია ძალიან ბევრია",- თქვა პლიუშჩენკომ.

სპორტსმენის მწვრთნელმა ალექსეი მიშინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პლიუშჩენკოს კარიერის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. მწვრთნელმა ასევე დასძინა, რომ ამჟამად მოციგურავე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

პლიუშჩენკომ სოჭში გუნდურ პირველობაზე იასპარეზა და ოქროს მედალი მიიღო, რითაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს