საქართველოში ბიზნესის დახურვა გამარტივდება

საქართველოში ბიზნესის დახურვა გამარტივდება

საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივესთან ერთად, ბიზნესის დახურვაც მარტივი იქნება. სათანადო გადაწყვეტილებების მიღება მთავრობას გაცხადებული აქვს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტში - "საქართველო 2020", რომელიც ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უკვე გამოქვეყნეს.

"კერძო სექტორის მწარმოებლურობის ამაღლებისთვის ბიზნესის დახურვის სიმარტივეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ის აადვილებს კომპანიების გადანაცვლებას ნაკლებად ეფექტიანი სფეროდან უფრო ეფექტიანში და შესაბამისად, ხელს უწყობს კომპანიების ზრდას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას" - ნათქვამია სტრატეგიის პროექტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების შემდგომი გამარტივების მიზნით, მთავრობა უზრუნველყოფს ბიზნესის დახურვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმების დახვეწას. ასევე, გადახდისუუნარობის პროცესში, კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების დონის ასამაღლებლად მოხდება კანონმდებლობის და აღსრულების შესაბამისი მექანიზმების გაუმჯობესება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ