მალტის ყოფილ დედაქალაქ მდინაში არსებობს თავისი არსით უნიკალური - წამების მუზეუმი. მუზეუმი განთავსებულია მიწის ქვეშ, სადაც თავის დროს ნამდვილი ციხე ფუნქციონირებდა და სადაც პატიმრებს საკნებში აწამებდნენ.
მუზეუმის დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, არა მხოლოდ შუა საუკუნეების ეპოქის წამების იარაღები ნახონ, არამედ ნახონ ის საშინელი სცენები, რაც ციხეში ხდებოდა. ჯალათისა და მსხვერპლის როლში წარმოდგენილნი არიან ცვილის ფიგურები.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში წამების ”კლასიფიკაცია” ხდება და წარმოდგენილია რომაული, არაბული და მალტური წამების სცენები.
მუზეუმი დამთვალიერებლის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა ადმინისტრაცია ბავშვებს და ემოციურ ადამიანებს აფრთხილებს, რომ მუზეუმში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.