ლაგოდეხში 30 ათას ლარიანი საპირფარეშო ამ დრომდე არ მუშაობს

ლაგოდეხში 30 ათას ლარიანი საპირფარეშო ამ დრომდე არ მუშაობს

ლაგოდეხის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომლის მშენებლობისთვის 30 ათასი ლარი დაიხარჯა, ამ დრომდე არ მუშაობს. მოშლილია ელექტრო და წყალგაყვანილობა, დაზიანებულია ხელსაბანები და პისუარები.

როგორც ლაგოდეხის გამგებლის მოადგილე, გიორგი ბიჭიაშვილი აცხადებს, ტუალეტის მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენას და ხელახალ რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტი კვლავ უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 60 ათასი ლარია გამოყოფილი, რათა ქალაქში არსებული დასასვენებელი სკვერებისა და სასაფლაოების, ასევე საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოვლა-პატრონობა მოხდეს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა