მილიარდი ამბოხებული ქალის ხმას ქართველი ქალებიც შეუერთდნენ

მილიარდი ამბოხებული ქალის ხმას ქართველი ქალებიც შეუერთდნენ

ქუთაისში, თეთრ ხიდზე მოხალისე ახალგაზრდებმა აქცია-კონცერტი გამართეს და ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს. ამ აქციით, ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ, სახელწოდებით: "ერთი მილიარდი ხმა".

"2013 წელს ერთმა მილიარდმა ქალმა და მამაკაცმა დაგმო ძალადობა. მსოფლიოში ერთი მილიარდი ქალი და მამაკაცი კი დღეს თავის ისტორიას გადმოსცემს ცეკვითა და საუბრით, რათა ბოლო მოეღოს ქალთა მიმართ ძალადობას. მოვუწოდებ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ", - განაცხადა ღონისძიების ინიციატორმა, გერმანელმა მოხალისემ ერლენ შროდერმა.

სტატისტიკური მონაცემებით, თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც 3 ქალიდან ერთი არის გაუპატიურებული ან ნაცემი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა