რა შეცვალა საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს

რა შეცვალა საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს, რეგიონში თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის საჰექტარო მოსავლიანობა გაზრდილია. მაგალითად, 2012 წელს რეგიონში ხორბალი 1 ჰექტარზე 1, 68 ტონა მოვიდა, 2013 წელს - 3, 37. კარტოფილი 2012 წელს - 14,79 ტონა მიიღეს, 2013 წელს კი - 15, 37.

გამონაკლისს სიმინდისა და კომბოსოტოს მოსავლიანობის მაჩვენებლები წარმოადგენს. თუ 2012 წელს სიმინდის მოსავალი 3,06 ტონა იყო, 2013 წელს მისმა რაოდენობამ 2, 66 შეადგინა, რაც შეეხება კომბოსტოს, 2012 წელს 50,51 ტონა მოვიდა, 2013 წელს კი 49,94.

2013 წელს მიღებული მოსავლის რაოდენობით კმაყოფილია ახალციხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი ალექსი კოსტანიშვილი. "კარგი მოსავალი მივიღეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში", - ამბობს ის.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა