მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმინდანები და პატრიარქი - ყვარლის გამგებლის ოთახში

მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმინდანები და პატრიარქი - ყვარლის გამგებლის ოთახში

მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და სხვა საზოგადო მოღვაწეების, დიდი ზომის ნახატები ყვარლის გამგებელის დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტს ამშვენებს.

"სოფელ შილდაში ცხოვრობს მხატვარი ვლადიმერ გელაშვილი, რომელიც ამ სურათებს ხატავს და ჩვეულებრივ ვყიდულობ. დაახლოებით წელიწადზე მეტია, რაც გამგებლად დავინიშნე და იმის შემდეგ ყოველ თვე თითო სურათს ვყიდულობ. ახლა უკვე 13 სურათი მაქვს და გამომდინარე იქიდან, რომ 13 ჩემი საყვარელი რიცხვია, აქ შევჩერდი. ცამეტი მნიშვნელოვანი ფიგურის პორტრეტი შევარჩიე", - აცხადებს "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" გამგებელი.

-ნამუშევრებში ვის თანხას იხდით?

- ჩემი ჯიბიდან, რა თქმა უნდა.

- ეს დეკლარირებას ექვემდებარება?

- არა მგონია, იმიტომ რომ, ეს არ არის ისეთი ქონება. თუმცა, ეხლა მთლიანობაში 3 000 ლარზე მეტს მიაღწევს. ერთობლიობაში, ვფიქრობ, უფრო მეტი ეღირება.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ შილდელი მხატვრისთვის შეგეკვეთათ?

- იდეა ძალიან სპონტანურად გამიჩნდა. ის სამუშაოს ეძებდა, უბრალოდ მოვიდა და დასაქმება მთხოვა. ჩვენ მაგ კუთხით ძალიან იშვიათად შეგვიძლია ვინმე დავასაქმოთ და უბრალოდ ერთი სურათი მაჩუქა. მერე ვთხოვე, რომ ილია ჭავჭავაძის სურათი დაეხატა, დიდი და მომეწონა. საბოლოო ჯამში ლამაზი კოლექცია გამოვიდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა