ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა

ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა

ცვლილებების შემდეგ, რომელიც ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდა, ბიუჯეტი 9,341,195 ლარამდე გაიზარდა. ცვლილებამდე ადგილობრივი ბიუჯეტი 8,672,719 ლარს შეადგენდა. 144 ათასი ლარი დაემატა სოციალურ პაკეტს და ჯამში 477 ათასი ლარი შეადგინა. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ პროგრამებს რამდენიმე მიმართულება დაემატა.

"100 პროცენტით დაფინანსდება ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილეთა შვილების სწავლა საბავშვო ბაღებსა და სამუსიკო სკოლებში, ერთჯერად დახმარებებს მიიღებენ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, სამამულო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები, ასევე ერთჯერადად დაეხმარებიან უსინათლოებს და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. გაიზარდა პაკეტი მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოზე", - განმარტავს ახალციხის გამგეობის მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში იამზე მღებრიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა