ვალენტინობა - სიყვარულის თუ კომერსანტების დღესასწაული?

ვალენტინობა - სიყვარულის თუ კომერსანტების დღესასწაული?

"ვალენტინობა - შეყვარებულების თუ კომერსანტების დღესასწაული" - ამ სახელწოდებით მოეწყო შემეცნებითი სახის შეხვედრა ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და მკითხველებმა იმ ტრადიციებზე ისაუბრეს, რომლებიც ვალენტინობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.

მათი ინფორმაციით, ვალენტინობას ერთნაირი წარმატებით აღნიშნავენ როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე აზიის ქვეყნებში. თუმცა, აზიაში არის ბევრი ქვეყანა, სადაც ვალენტინობა იკრძალება, რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით (ინდოეთი, ირანი, პაკისტანი). თუმცა, მათ მაინც აღნიშნავენ და ერთგვარი პროტესტის ფორმაც ხდება ირანელ და ინდოელ ახალგაზრდებში.

აკრძლვების მიუხედავად, სწორედ, აზიაში მიიღო ვალენტინობამ კომერციული ხასიათი. მისი არსებობა კომერციით "გამართლდა". როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ დღეს იყიდება დიდი რაოდენობით ყვავილები, ტკბილეული და ვალენტინის ბარათები.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა