კაცებს ჭორაობა ქალებზე მეტად უყვართ

კაცებს ჭორაობა ქალებზე მეტად უყვართ

შეიძლება მამაკაცებმა გააპროტესტონ, მაგრამ გულის სიღრმეში მეცნიერთა დასკვნას დაეთანხმებიან - კაცები ქალებზე მეტს ჭორაობენ და საიდუმლოს შენახვაც აღარ შეუძლიათ.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დღეს ქალებზე ხშირად კონფიდენციალურ ინფორმაციას კაცები ავრცელებენ. კვლევა The Fifth Estate-ს დაკვეთით ჩატარდა და ექსპერიმენტში 2000 ბრიტანელი მონაწილეობდა. ქალებთან შედარებით, კაცებმა საიდუმლო მხოლოდ 2 საათი და 47 წუთი შეინახეს. ექსპერიმენტის დროს მათ ქალებთან შედარებით, 40 წუთით ადრე გასცეს ინფორმაცია.

როგორც გამოკითხული მამაკაცების ნახევარმა განაცხადა, სხვისი საიდუმლო 10 წუთში წამოსცდენია. თუმცა, 92 პროცენტი მაინც ამტკიცებს, რომ კაცები საიდუმლოს ინახავენ.

"ქალებს უნდა ვურჩიოთ - თუ საიდუმლოს შენახვა გსურთ, კაცების იმედი ნუ გექნებათ. წლების განმავლობაში ქალებს ეძახდნენ ჭორაობის მოყვარულებს. გადაამოწმეთ მამაკაცების იმეილები და ესემესები - ბევრი ადამიანის საიდუმლოს გაიგებთ", - ამბობენ კვლევის ორგანიზატორები.

საიდუმლო, რომელსაც კაცები ვერასდროს შეინახავენ:

1. მეგობარი პარტნიორს ღალატობს

2. ბოსს, ან კოლეგას ოფისში რომანი აქვს

3. ახლობელი ქალი ფეხმძიმედაა

4. საერთო ნაცნობი სამსახურისა და ხელფასის შესახებ ტყუის

5. ვინმემ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

6. მეგობარს/კოლეგას ფინანსური პრობლემები აქვს

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს