ვა­ლენ­ტი­ნო­ბა - სიყ­ვა­რუ­ლის თუ უსიყ­ვა­რუ­ლოდ დარ­ჩე­ნილ­თა დღე?

ვა­ლენ­ტი­ნო­ბა - სიყ­ვა­რუ­ლის თუ უსიყ­ვა­რუ­ლოდ დარ­ჩე­ნილ­თა დღე?

ბო­ლო დროს ქარ­თ­ვე­ლებს უც­ნა­უ­რი ჩვე­ვე­ბი დაგ­ვ­ჩემ­და - უცხო­ურ დღე­სას­წა­უ­ლებს აღ­ვ­ნიშ­ნავთ, მარ­თა­ლია, ბრმად, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ - დი­დი მონ­დო­მე­ბით. 14 თე­ბერ­ვალს ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა, რო­მელ­საც "მო­ფე­რე­ბით" სიყ­ვა­რუ­ლის დღეს ვუ­წო­დებთ. მის შე­სა­ხებ არც ისე დი­დი ხა­ნია, რაც გა­ვი­გეთ, - სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი, "მშვე­ნი­ე­რი" დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ალ­ბათ ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რ­ცელ­და და აიტა­ცეს ბავ­შ­ვებ­მა, ახალ­გაზ­რ­დებ­მა და ზრდას­რულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც კი...

არ ვა­პი­რებ, ვრცლად მო­გიყ­ვეთ წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის შე­სა­ხებ, რად­გან ისე­დაც ბევ­რი თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, მაგ­რამ იმის­თ­ვის, რაც ქვე­ვით უნ­და მო­გახ­სე­ნოთ, აუცი­ლე­ბე­ლია, მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნოთ.

ინ­ტერ­ნეტს თუ "გა­დავ­ქე­ქავთ", მის შე­სა­ხებ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­ვაწყ­დე­ბით. ერ­თი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, III სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, რო­მის მრის­ხა­ნე იმ­პე­რა­ტო­რი მარ­კუს ავ­რე­ლი­უს კლავ­დი­უს II მი­იჩ­ნევ­და, რომ მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ოჯა­ხი და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი არ ჰყავ­და, უკეთ იბ­რ­ძო­და და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სამ­შობ­ლოს, ვიდ­რე - და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და წვრილ­შ­ვი­ლი­ა­ნი. ამი­ტო­მაც, ქორ­წი­ნე­ბა აკ­რ­ძა­ლა! ვა­ლენ­ტი­ნი ამ წმინ­და ქრის­ტი­ა­ნულ სა­ი­დუმ­ლო წესს იმ­პე­რა­ტო­რის მა­ლუ­ლად აღას­რუ­ლებ­და. ის უბ­რა­ლო მღვდე­ლი იყო და უამ­რა­ვი წყვი­ლის და­ქორ­წი­ნე­ბა მო­ას­წ­რო, ბო­ლოს კი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნ­და, სა­დაც სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯის მო­ლო­დინ­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ჯუ­ლია გა­იც­ნო. შეყ­ვა­რე­ბულ­მა მღვდელ­მა გო­გო­ნას სიკ­ვ­დი­ლის წინ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თი და­უ­წე­რა, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა. 269 წლის 14 თე­ბერ­ვალს წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნი სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს, 1969 წელს კი ეს დღე კა­ლენ­დარ­ში შე­ი­ტა­ნეს და ყო­ველ 14 თე­ბერ­ვალს კა­თო­ლი­კე გო­გო-ბი­ჭე­ბი ვა­ლენ­ტი­ნო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ.

შე­საძ­ლოა, გა­და­აწყ­დეთ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც, რომ­ლის თა­ნახ­მად, ვა­ლენ­ტი­ნო­ბა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია. თუ ასეა, გა­მო­დის, რომ ეკ­ლე­სი­აც აღ­ნიშ­ნავს სიყ­ვა­რუ­ლის დღეს?

არა, ჩე­მო კარ­გე­ბო, საქ­მე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა: 14 თე­ბერ­ვალს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღეს არ აღ­ნიშ­ნავს!

პირ­ველ რიგ­ში, თუ ნამ­დ­ვი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან გა­ვეც­ნო­ბით ვა­ლენ­ტი­ნის ცხოვ­რე­ბას, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ის, რაც ლე­გენ­და­შია გად­მო­ცე­მუ­ლი, სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჯვრის­წე­რი­სა და ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­ცი­ლე­ბით გვი­ან დად­გინ­და ეკ­ლე­სი­ა­ში. და მე­ო­რე: ვა­ლენ­ტი­ნო­ბას ქრის­ტი­ა­ნულ დღე­სას­წა­ულს ვერ ვუ­წო­დებთ, რად­გან პირ­და­პირ არ­ღ­ვევს მეშ­ვი­დე მცნე­ბას - არ იმ­რუ­შო. ეს მცნე­ბა კრძა­ლავს შემ­დეგ ცოდ­ვებს: უბი­წო­ე­ბის შებღალ­ვა აზ­რით, სიტყ­ვით, საქ­მით.

ეს რა შუ­ა­შიაო, იტყ­ვით. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ე.წ. სიყ­ვა­რუ­ლის დღეს ქა­ლა­ქის გა­ნა­თე­ბულ თუ ჩაბ­ნე­ლე­ბულ ქუ­ჩებ­ში უამ­რავ "მო­ზა­სა­ვე" წყვილს შეხ­ვ­დე­ბით, რომ­ლე­ბიც არც სამ­სა­ხუ­რი­დან ში­ნი­სა­კენ მი­მა­ვალ გამ­ვ­ლე­ლებს ერი­დე­ბი­ან და არც შე­და­რე­ბით მო­რი­დე­ბულ წყვი­ლებს, რომ­ლე­ბიც ასე სა­ხალ­ხოდ ხვევ­ნა-კოც­ნას ვერ ბე­და­ვენ... უფ­რო მე­ტად აღარ ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბი, რად­გან ეს უკ­ვე სხვა პრობ­ლე­მაა...

არ იფიქ­როთ, ვინ­მეს იმის გა­მო ვსაყ­ვე­დუ­რობ, რომ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვ­ნას ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ლა­მა­ზი სა­ღა­მოს ჩუ­ქე­ბას აპი­რებს. უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, სა­ნამ და­სავ­ლე­თი­დან რა­მეს ბრმად გად­მო­ვი­ტანთ, ალ­ბათ ჯო­ბია, მის არ­ს­ში გა­ვერ­კ­ვეთ...

ახა­ლი წლის ცი­ებ-ცხე­ლე­ბა ახ­ლა­ხან ჩად­გა და უკ­ვე ვა­ლენ­ტი­ნო­ბის "ფუს­ფუ­სი" იწყე­ბა. ყვე­ლა ცდი­ლობს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი მი­უძღ­ვ­ნას (შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რა თქმა უნ­და)... დი­ლი­დან იწყე­ბა მი­სა­ლო­ცად ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა და მე­სი­ჯე­ბის გაგ­ზავ­ნა... მან­დი­ლოს­ნე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან გუ­ლის სწო­რის­გან სა­ჩუ­ქარს.

სა­ჩუქ­რის ფა­სი ან ორი­გი­ნა­ლო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის სა­ზო­მა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი... ძვი­რია? - ე.ი. ვუყ­ვარ­ვარ...

მაგ­რამ ყვე­ლა მე­დალს აქვს 2 მხა­რე და ვა­ლენ­ტი­ნო­ბის "მე­და­ლიც" არაა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

იმან რა ქნას, ვი­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არ ჰყავს და ვი­სი გუ­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია? თუ კარ­გად და­ვუკ­ვირ­დე­ბით, 14 თე­ბერ­ვალს გო­გო­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა 2 ჯგუ­ფად დავ­ყოთ: ერ­თ­ნი ტი­რი­ან იმის გა­მო, რომ ამ დღეს მარ­ტო­ო­ბა­ში ხვდე­ბი­ან, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - თა­ვი­ანთ თა­ი­გუ­ლებ­სა და სა­ჩუქ­რებს ფო­ტო­ებს უღე­ბენ და "ფე­ის­ბუკ­ზე" გა­მო­ფე­ნენ. ასე რომ, ჩე­მი აზ­რით, ვა­ლენ­ტი­ნო­ბა ის დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც პარ­ტ­ნი­ო­რის არ­სე­ბო­ბის მი­ხედ­ვით მო­სახ­ლე­ო­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას ეწე­ვა.

ჰო­და, რა და­ა­შა­ვეს იმათ, ვი­საც გუ­ლის სწო­რი ან მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არ ჰყავს? მათ­თ­ვის ალ­ბათ ცალ­კე დღე­სას­წა­უ­ლი უნ­და შე­მო­ვი­ღოთ. მა­გა­ლი­თად - "უ­სიყ­ვა­რუ­ლოდ დარ­ჩე­ნილ­თა დღე" და ამ დღეს ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, დღე­სას­წა­უ­ლი სა­კუ­თარი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექტს კი არა, სწო­რედ იმ ქალ­ბა­ტო­ნებს მი­უ­ლო­ცოს, ვინც 14 თე­ბერ­ვა­ლი ტი­რილ­ში გა­ა­ტა­რა... და ვინც ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თავს აარი­დებს, და­ი­სა­ჯოს სა­ხალ­ხოდ და სა­მა­გა­ლი­თოდ, რომ სხვა დროს ასე­თი რა­მე ვერ გა­ბე­დოს.

სა­ერ­თოდ, წვს (წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის სინ­დ­რო­მი) სე­ზო­ნუ­რი მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს "პა­ცი­ენ­ტის" უაზ­რო ბო­რი­ა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რო­მან­ტი­კულ სტა­ტუ­სებ­სა და სევ­დი­ან მუ­სი­კას შო­რის, ასო­ბით ლა­ი­ქე­ბის დას­მა სხვე­ბის თა­ი­გუ­ლებ­ზე და ცრემ­ლ­დე­ნა ბა­ლიშ­ში, - ფო­რე­ვერ-ალო­ნე-სტყლე. და­ა­ვა­დე­ბა იკურ­ნე­ბა ავად­მ­ყო­ფის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლა­ცი­ი­თა და სიმ­შ­ვი­დით...

შეყ­ვა­რე­ბულ ბედ­ნი­ერ ქალ­თა "ფე­ის­ბუკ­ს­ტა­ტუ­სე­ბი" და სა­ხალ­ხოდ გა­მო­ფე­ნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი გა­ცი­ლე­ბით ღრმა დეპ­რე­სი­ას იწ­ვევს უსიყ­ვა­რუ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლებ­ში და ამ­წ­ვა­ვებს მარ­ტო­ო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას. ამი­ტომ, ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, ნუ შეხ­ვალთ მაგ დღეს "ფე­ის­ბუკ­ში". ნერ­ვებ­საც და­ზო­გავთ და თა­ნაც, სხვებს ეგო­ნე­ბათ, რომ პა­ე­მან­ზე ხართ. შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტი­დან გად­მო­წე­რეთ ყვე­ლა­ზე დი­დი და ლა­მა­ზი თა­ი­გუ­ლის ფო­ტო და გვინ ღა­მით ან 15 თე­ბერ­ვალს, დი­ლით, სა­კუ­თარ კე­დელ­ზე და­დეთ...

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, თუ რო­მე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ვა­ლენ­ტი­ნო­ბამ.

ლუ­პერ­კა­ლია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ ყო­ფი­ლა: ქალ­ღ­მერთ იუნო­ნა­სა და ღმერთ ფავ­ნა­სად­მი (ლუ­პერ­კი­სად­მი) მიძღ­ვ­ნი­ლი, ერო­ტი­კუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი და ეს დღე 14 თე­ბერ­ვალს აღი­ნიშ­ნე­ბო­და. ყო­ვე­ლი წლის 14 თე­ბერ­ვალს Lუპერცალია-ს დღეს მსხვერ­პ­ლად სწი­რავ­დ­ნენ ცხო­ვე­ლებს, მათ ტყავს აც­ლიდ­ნენ და მათ­რა­ხებს აკე­თებ­დ­ნენ. შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­და კა­ცე­ბი იღებ­დ­ნენ ამ მათ­რა­ხებს და ქა­ლებს მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ ქა­ლაქ­ში. რო­გორც ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ვი­გებთ, ამ დღის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირ­ნი შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი იყ­ვ­ნენ მათ­რა­ხე­ბით, რომ­ლე­ბიც ქა­ლებს სცემ­დ­ნენ. ქა­ლე­ბი კი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ამ­გ­ვა­რი ცე­მის შემ­დეგ უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ და შვი­ლებ­საც ად­ვი­ლად გა­ა­ჩენ­დ­ნენ. ეს ძალ­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლი იყო რომ­ში, რო­მელ­შიც დიდ­გ­ვა­როვ­ნე­ბიც კი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.

494 წელს, რო­მის პაპ­მა გე­ლა­სი­უს პირ­ველ­მა აკ­რ­ძა­ლა ლუ­პერ­კა­ლი­ის აღ­ნიშ­­ვნა და წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის სა­ხე­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი და­ად­გი­ნა. ასე ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ცრუ­მორ­წ­მუ­ნე აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლი ლუ­პერ­კა­ლი­ის დღე­სას­წა­უ­ლი წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღემ.

ზო­გის­თ­ვის ეს დღე დღე­სას­წა­უ­ლია, ზო­გი­ერ­თის­თ­ვის - ევ­რო­პი­დან შე­მო­სუ­ლი, ჰე­ლო­უ­ი­ნის მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე.

ნე­ტავ, დღემ­დე რომ არ­სე­ბობ­დეს ლუ­პერ­კა­ლია, რამ­დე­ნი ქა­ლი და­თან­ხ­მ­დე­ბო­და სიყ­ვა­რუ­ლის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად საქ­ვეყ­ნოდ გა­როზ­გ­ვას?

მგო­ნია, რომ სიყ­ვა­რულს სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა არა­ვი­თა­რი დღე­სას­წა­უ­ლი და კი­დევ ერ­თი სა­ბა­ბი, თბი­ლი სიტყ­ვე­ბის სათ­ქ­მე­ლად.

და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, რომ თუ სიყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბობს, ყო­ვე­ლი დღე სიყ­ვა­რუ­ლი­საა. სა­ჩუქ­რის ყიდ­ვა­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბა­საც არა­ვინ გვიკ­რ­ძა­ლავს სხვა დღე­ებ­ში, არც კა­ფე­სა თუ რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟე­ბას... სიყ­ვა­რუ­ლი ხომ ისე­თი რა­მაა, რა­საც ყო­ველ­დღე უნ­და გრძნობ­დე და არა - წე­ლი­წად­ში ერ­თხელ. სიყ­ვა­რუ­ლი არა­სო­დე­საა ჭარ­ბად და არა­სო­დე­საა საკ­მა­რი­სი...

ჰოს­პი­სის (სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც სა­სიკ­ვ­დი­ლო სე­ნით შეპყრო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუ­ნა­ვენ, ოჯა­ხურ გა­რე­მოს უქ­მ­ნი­ან, სი­ცოცხ­ლის ბო­ლო დღე­ებს ულა­მა­ზე­ბენ და უმ­სუ­ბუ­ქე­ბენ) თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი, სი­ცოცხ­ლეს­თან გა­მოთხო­ვე­ბის ბო­ლო დღე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის გა­მო წუხ­დ­ნენ, რომ არა­საკ­მა­რი­სად უყ­ვარ­დათ. იმის გა­მო კი არ წუხ­დ­ნენ, რომ ცო­ტას მუ­შა­ობ­დ­ნენ, ცო­ტა ფუ­ლი ჰქონ­დათ ან ცო­ტა სიმ­დიდ­რე და­აგ­რო­ვეს. თი­თო­ე­ულ მათ­განს სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ცი­რე აწუ­ხებ­და.

ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი კი ის გახ­ლავთ, რომ ბო­ლო წლებ­ში ძა­ლი­ან ცო­ტა ფილ­მი გა­და­ი­ღეს სიყ­ვა­რულ­ზე... ძა­ლი­ან ცო­ტა წიგ­ნი და­ი­წე­რა და არც სპექ­ტაკ­ლი დად­გ­მუ­ლა ბევ­რი ამ თე­მა­ზე... ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი ეროვ­ნუ­ლი მიღ­წე­ვა კოშ­მა­რუ­ლი შოუა, იმ უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს პო­ლი­ტი­კო­სებს უწო­დე­ბენ...

კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის დღე­საც თუ და­ვა­წე­სებ­დით; უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ერ­თურ­თის სიყ­ვა­რულის დღეს... თუმ­ცა, არც ამას სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი თა­რი­ღის და­წე­სე­ბა, მაგ­რამ ამ გა­და­რე­ულ, ღვარ­ძ­ლით, ბოღ­მით, სი­სას­ტი­კით სავ­სე სამ­ყა­რო­ში იქ­ნებ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც შე­ვახ­სე­ნოთ ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თ­მა­ნეთს, რომ გარ­და სა­პი­რის­პი­რო სქე­სის სიყ­ვა­რუ­ლი­სა, სხვა უამ­რა­ვი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი "სიყ­ვა­რუ­ლე­ბი" არ­სე­ბობს, რო­მელ­თა გა­რე­შეც სწო­რედ იმ სიყ­ვა­რულს ეკარ­გე­ბა ფა­სი, რო­მელ­საც 14 თე­ბერ­ვალს აღ­ვ­ნიშ­ნავთ.

ძლი­ერ, ნაზ, მგრძნო­ბი­ა­რე, და­უ­ვიწყარ, თბილ, ვნე­ბი­ან, ალერ­სი­ან, წარ­მ­ტაც, უკი­დე­გა­ნო, ლა­მაზ, წრფელ, ბედ­ნი­ერ, თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვევ სიყ­ვა­რულს გი­სურ­ვებთ არა მარ­ტო ამ დღეს, არა­მედ ხვა­ლაც, ზე­გაც და მუდ­მი­ვად. ერ­თი სიტყ­ვით, ფორ ევერ ანდ ევერ.

აჩუ­ქეთ სიყ­ვა­რუ­ლი თქვენს მე­ო­რე ნა­ხევ­რებს, ადა­მი­ა­ნებს და სამ­ყა­როს ყო­ველ­დღე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე და არა - მხო­ლოდ წე­ლი­წად­ში ერთ დღეს.

P.S. მა­ინც მგო­ნია, რომ დროა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კა­თო­ლი­კურ დღე­სას­წა­ულს - ვა­ლენ­ტი­ნო­ბას სა­ხე­ლი გა­და­ვარ­ქ­ვათ, ყვე­ლა დღეს უბ­რა­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის დღე ვუ­წო­დოთ და ერ­თ­მა­ნეთს ღი­მი­ლი მა­ინც ვა­ჩუ­ქოთ. მა­შინ კი ყო­ვე­ლი დღე ნამ­დ­ვი­ლი ზე­ი­მი იქ­ნე­ბა და 14 თე­ბერ­ვალს არ და­ვე­ლო­დე­ბით.

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს