ბათუმში მეხუთე დღეა ავტობუსის მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ბათუმში მეხუთე დღეა ავტობუსის მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. მძღოლებიდან ორმა - ნუგზარ გვიანიძემ და ნიკა სიხარულიძემ ავტოფარეხის შესასვლელთან კარვები გაშალეს და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. ისინი მეორე დღეა შიმშილობენ.

როგორც ნუგზარ გვიანიძე აღნიშნავს, სანამ მძღოლების მოთხოვნა, შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის გადაყენების თაობაზე არ შესრულდება, შიმშილობას არ შეწყვეტს.

"ორი მძღოლი მეორე დღეა ვშიმშილობთ. წუხელ პლედები მოვიტანეთ და მიუხედავად ცუდი ამინდისა, ღამე აქ გავათენეთ. არ შევწყვეტთ შიმშილობას, სანამ დირექტორი არ გადადგება", - აღნიშნა ნუგზარ გვიანიძემ.

ავტორტანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის, ემზარ გვიანიძის განმარტებით, თუ მძღოლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება. "გუშინ დაიწყო შიმშლობის აქცია. თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, მათ სხვებიც შეუერთდებიან. სანამ დირექტორს არ გადააყენებენ, გაფიცვა გაგრძელდება", - აღნიშნა ემზარ გოგიტიძემ.

მძღოლები დირექტორის გადაყენების გარდა, ხელფასების 800 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა