რომელია ყველაზე ჭარბწონიანი ერი მსოფლიოში

რომელია ყველაზე ჭარბწონიანი ერი მსოფლიოში

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამასთან, სიმსუქნე როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს და ცხოველებსაც კი აწუხებთ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზედმეტი წონა 2,3 მლნ ბრიტანელ ბავშვს აწუხებს, ხოლო სიმსუქნით ყოველწლიურად 40 000 ადამიანი იღუპება.

ბრიტანელების ზედმეტი წონის მთავარ მიზეზად არასწორი კვება ითვლება. ინგლისელი ბავშვები არაჯანსაღ საკვებს ორჯერ უფრო ხშირად ჭამენ, ვიდრე აშშ-ში მცხოვრები პატარები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წონის პრობლემები ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში იწყება. სამწუხაროდ, მშობლები ბავშვების მიერ ფასტ-ფუდის მოხმარებას ვერ აკონტროლებენ, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის მთავარი მტერია.

მომზადებულია eurosmi.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს