თანამედროვეობის ერთ-ერთმა წარმატებულმა ხელოვანმა ბავშვების იდეების კოპირება აღიარა

თანამედროვეობის ერთ-ერთმა წარმატებულმა ხელოვანმა ბავშვების იდეების კოპირება აღიარა

თანამედროვეობის წარმატებულმა ბრიტანელმა ხელოვანმა დემიენ ჰერსტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვებს საუკეთესო შემოქმედებად მიიჩნევს და მათ იდეებს საკუთარ ნამუშევრებში იყენებს.

როგორც ჰერსტმა განმარტა, ადამიანები მის ბევრ ნამუშევარს ბავშვურად თვლიან, მაგრამ მისი აზრით, ეს კარგია. მან შეამჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიო საკმაოდ მძიმეა და მისი ცქერა ბავშვის თვალით უკეთესია.

ჰერსსტმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვებს დიდებზე წარმატებით შეუძლიათ ხატვა. მისი აზრით, ეს მათ იმიტომ ძალუძთ, რომ შიშს არ გრძნობენ. "ზრდასრული ადამიანი ფიქრობს: რამდენი ფენა საღებავი დავდო აქ? ცუდი რომ გამოვიდეს? მას ეშინია, ბავშვი კი უბრალოდ აიღებს და გააკეთებს".

ხელოვანი ასევე მოყვა, რომ მის ნამუშევრებში საკუთარი ვაჟების იდეებს იყენებს. მან ბრინჯაოს კოღოს ასლი გააკეთა, რომელიც მისმა ვაჟმა პლასტმასის ყუთებისგან, თოკისა და საწრუპელასგან დაამზადა.

დემიენ ჰერსტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრების ავტორად ითვლება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს