კაცი, რომელმაც 28 კვირაში 28 სამსახური შეიცვალა

კაცი, რომელმაც 28 კვირაში 28 სამსახური შეიცვალა

29 წლის ჯუბანაშვა მიშრამ 28 კვირის განმავლობაში 28 სამსახური გამოიცვალა.

ის მუშაობდა ფოტოგრაფად, მასწავლებლად, გიდად და სხვა. ინდოეთში სხვადასხვა ქალაქსა თუ პროვინციაში 28 პროფესია მოირგო. ერთდროულად სახალისო და საინტერესო პროექტი მიშრამ 2013 წლის მაისში დაიწყო. ბოლო პროფესია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი იყო.

"უამრავი პროფესიაა, რომელიც ბავშვობაში მოგვწონს, მაგრამ ახალგაზრდობაში აღარ გვიზიდავს. იმედი მაქვს, ბევრი ახალგაზრდა მომბაძავს და ხვალ საკუთარ ოცნებებს გაყვება", - ამბობს ის.

ქალაქებსა და პროვინციებში მიშრა თვითმფრინავით, მატარებლით, ავტობუსით, ტაქსითა და მოტოციკლით მგზავრობდა. როგორც ამბობს, განცდილი შთაბეჭდილებები არასდროს დაავიწყდება. ამჟამად საკუთარ სახლში დაბრუნდა და წიგნებს წერს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს