ქუთაისის ოპერის დირექტორი "ნაციონალს" - ნუ ბლატაობ

ქუთაისის ოპერის დირექტორი "ნაციონალს" - ნუ ბლატაობ

ქუთაისში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა. რიგგარეშე სხდომაზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. სხდომას ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევაც ესწრებოდა.

მხარეებს შორის დაპირისპირება საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის, გია უკლებას განცხადებას მოჰყვა. "ბოდიში მინდა მოვიხადო მართლაც ყველას წინაშე, არ გვეგონა თუ ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ეპილაციის დანადგარი ოპერისათვის," - აღნიშნა სხდომაზე უკლებამ.

დეპუტატის ამ განცხადებას ოპერის თეატრის დირექტორმა სხდომის დასრულებისას უპასუხა. "რას მანიპულირებთ ოპერის თემით. მობრძანდით ოპერაში, აიხედეთ და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ჭერი. რას ბლატაობთ "ნაციონალები", - უთხრა ვედმედევამ უკლებას.

ვედმედევას მიაჩნია, რომ ოპერის თეატრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები "ნაციონალების" "დამსახურებაა".

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა