როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული მაგომედოვი რუსეთში, FSB-ს განყოფილებაში?

როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული მაგომედოვი რუსეთში, FSB-ს განყოფილებაში?

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თბილისიდან 10 თვის წინ გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 24 წლის მაგომედ მაგომედოვი რუსეთში, ქალაქ სტავროპოლში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-6 განყოფილებაშია.

მაგომედ მაგომედოვი თბილისიდან 2013 წლის 19 აპრილს გაუჩინარდა. კაკაბაძის ქუჩაძე ნაქირავებ ოთახში ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მაგომედოვის მეუღლე, ქალიმან ბაგდანი აცხადებს, 19 აპრილს, 12:40 საათზე მაგომედი სახლიდან გავიდა, მეგობრებთან ერთად მეჩეთში უნდა წასულიყო სალოცავად. ის გზიდან დაიკარგა.

მაგომედოვის რუსეთში ყოფნის შესახებ 2014 წლის 16 იანვარს განცხადება გაუჩინარებულის დამ, ხადიჯა მაგომედოვამაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციიდან "წითელ ჯვარს" აცნობეს, რომ მაგომედ მაგომედოვი ნაპოვნია, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ინფორმაცია უცნობი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგომედოვის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ მაგომედოვის ადგილსამყოფელის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკარგულია. მას შსს ეძებს როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა