"ვაი, თქვენს პატრონს! გგონიათ, ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, სახლში მიმქონდა?" - სოფო ნიჟარაძე საკუთარ ჰონორარებს ამხელს

"ვაი, თქვენს პატრონს! გგონიათ, ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, სახლში მიმქონდა?" - სოფო ნიჟარაძე საკუთარ ჰონორარებს ამხელს

მომღერალი სოფო ნიჟარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც კულტურის სამინისტროს, მერიისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის ჩართულობით კორუფციულ სქემებზეა საუბარი. სტატიაში - "მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ", მოყვანილია 2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპების გადაღებაზე გაწეული ხარჯები.

"დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…

რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა იმას ლაპარაკობს?

რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!

თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!", - წერს მომღერალი.

იხილეთ: მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს