ნეგატიური კომენტარების გამო კანადელმა ათლეტმა პუტინთან ერთად გადაღებული სელფშუტი წაშალა

ნეგატიური კომენტარების გამო კანადელმა ათლეტმა პუტინთან ერთად გადაღებული სელფშუტი წაშალა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში, ოლიმპიურ სოფელში აშშ-სა და კანადის წარმომადგენლებს ესტუმრა. ათლეტები პრეზიდენტს სმარტფონებით დახვდნენ, მათ შორის იყო კანადელი მოციგურავე ბრიტანი შუსლერი, რომელმაც პუტინთან სელფშუტი გადაიღო.

მოგვიანებით, ფოტო "ტვიტერში" დადო და პოსტი დაურთო - "უნდა მეთხოვა, რომ ჩემი ვალენტინი ყოფილიყო".

ამ პოსტს უამრავი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა და ათლეტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ბრიტანი იძულებული გახდა, ფოტო წაეშალა. მოგვიანებით კი დაპოსტა, რომ ხუმრობდა, თუმცა არც ამ შემთხვევაში დაინდეს.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს