ბრაზილიაში ქალის მუცელში 44 წლის გაქვავებული ჩვილი აღმოაჩინეს

ბრაზილიაში ქალის მუცელში 44 წლის გაქვავებული ჩვილი აღმოაჩინეს

84 წლის ბრაზილიელი ქალის საშვილოსნოში 44 წლის გაქვავებული ნაყოფი აღმოაჩინეს. მუცელში აუტანელი ტკივილის გამო ქალმა ექიმს მიმართა, რომელმაც მას რენტგენი გადაუღო. ფოტოზე მათ გაქვავებული ემბრიონი დაინახეს. აღნიშნულ ფენომენს მედიცინაში ლიტოპედიონი ჰქვია.

ეს იშვიათი ფენომენია, რომელიც ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ნაყოფი საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს კვდება.

რადგან ასეთი ნაყოფისგან გათავისუფლების ბუნებრივი მეთოდი არ არსებობს, ორგანიზმი მის კალციფიკაციას ახდენს, რომ ნაყოფის გახრწნილმა ქსოვილმა ქალის ორგანიზმს არ ავნოს.

ექიმებმა ქალი გასინჯეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნაყოფი ორსულობის 28-ე კვირას მოკვდა. მიუხედავად ამისა, მის მოსაცილებელ ოპერაციაზე პაციენტმა უარი თქვა.

მომზადებულია USA Today-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს