ტყეში მოძებნილი ყვავილებით ნაყიდი პური

ტყეში მოძებნილი ყვავილებით ნაყიდი პური

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები მახალდიანების სამსულიანი ოჯახი ერთ-ოთახიან ფიცრულში ცხოვრობს. ოჯახს საყანე ფართობებიც კი არ აქვს, მეწყერმა წაიღო და ახლა მათ ერთადერთ შემოსავალს სოციალური დახმარება წარმოადგენს. ოჯახის უფროსი როლანდ მახალდიანი მექნიზატორია და გამოცდების ჩაბარების შემდეგ სერთიფიკატიც აიღო, თუმცა მისი თქმით, მუშაობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს დააწყებინეს. ის პერიოდულად ბარვასა და შეშის ჭრაზეც მუშაობს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება და ანაზღაურება იმდენად მიზერულია, რომ არაფერში ყოფნით.

ოჯახის დიასახლისი ზაირა ხურციძე ტყეში, მანდარინის ძირებში ყვავილებს ეძებს, რომელსაც მისი მცირეწლოვანი შვილი 20 თეთრად ყიდის, ფულით კი პურს ყიდულობენ.

"ეს ქოხიც ინგრევა - მიწა ფეხქვეშ გვეშლება, მეწყერი ჩამოწოლილია და თანდათან მიაქვს. ყველა გაწვიმებაზე იმის შიში გვაქვს, მიწა არ გასკდეს და თან არ ჩაგვიყოლოს. ასე ვცხოვრობთ და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ვის არ მივმართეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩვენი სოფლის რწმუნებულმა ბახვა კვერღელიძემ მითხრა, შენ რომ ჩემსკენ ყოფილიყავი, ყურადღებას მოგაქცევდიო, მე "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი მხარს, როგორც კი გამოჩნდნენ, 2011 წლიდან. ამიტომ გადამეკიდნენ. ტელევიზორი ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარია, ანტენასთან ერთად. ამის გამო გამაწამეს - ყველა მესამე თვეში მიხსნიდნენ სოციალურ დახმარებას. 9 განცხადება მაქვს დაწერილი. გამგებელთან არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ ისიც მისიანია, მფარველობს დეპუტატს და რწმუნებულს. მე "კარვებში" თვენახევარი ვიჯექი და არ ვიცი, რასაც წარმოადგენს? "ნიღაბაფარებული მელიები" არიან დღეს ხელისუფლებაში. პროკურატურაში სარჩელიც კი შევიტანეთ. ამიტომ არ მაქცევენ ყურადღებას", - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

ოჯახს გუბერნატორის დახმარების იმედიღა აქვს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა