"კლაივ კრისტიანის" სუნამოები მსოფლიოში ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ სუნამო იაფი არ ღირს, მასზე მოთხოვნა მაინც არ მცირდება.
Clive Christian Imperial Majesty - სუნამო უნიკალური პარფიუმერული კოქტეილით, რომელიც 200 იშვიათი კომპონენტისგან შედგება, მოთავსებულია ნატიფ ფლაკონში, რომელიც თავის მხრივ დამზადებულია მაღალი ხარისხის მთის ბროლისგან. ბოთლის ყელი შეფუთულია 18 კარატიანი ოქროს ფოლგით, ხოლო თავსახურს 5 კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს. ამ სუნამოს სულ 10 ფლაკონი გამოუშვეს. Clive Christian Imperial Majesty-ის 507 მილიგრამიანი ფლაკონი 215 000 დოლარი ღირს.
საინტერესოა, რომ სუნამოს ღირებულებაში შედის მყიდველისთვის შენაძენის მიტანა "ბენტლის" მარკის ავტომობილით.
ცნობილი სახეებიდან, ექსკლუზიური არომატის მფლობელია მსახიობი და ტომ კრუზის ყოფილი ცოლი კეტი ჰოლმსი. ცნობილია, რომ ჰოლმსმა სუნამო კრუზთან ქორწინების დღეს იპკურა. კეტი ჰოლმსის გარდა, სუნამოს მფლობელი მომღერალი ელტონ ჯონიცაა.
ყველაზე ძვირადღირებული სუნამო დღემდე DKNY Golden Delicious-ია. შეიძლება ითქვას, რომ ის საიუველირო ნაკეთობა უფროა, ვიდრე სუნამო. სუნამო მოიცავს ატმის, წითელი ვაშლის, ქლიავის, ვარდის, შროშანის, ორქიდეის და თეთრი ლილიის არომატებს. ასევე, მუშკის, სანდალოზის, ტექის ხის (Tectona grandis) არომატებს.
ჩვეულებრივ ფლაკონში სუნამო 40-50 დოლარი ღირს, მაგრამ კომპანიამ 2011 წელს გამოუშვა უნიკალური ფლაკონი, რომლის გამოც DKNY Golden Delicious გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო. 2909 ძვირფასი ქვით მორთული სუნამო 1 მლნ დოლარი ღირს.
მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.