გურჯაანში მუსიკის პედაგოგების ხელფასი 15 ლარია

გურჯაანში მუსიკის პედაგოგების ხელფასი 15 ლარია

გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების პედაგოგები ხელფასების მომატებას ითხოვენ. გაერთიანების პედაგოგების ინფორმაციით, მათი ხელფასი 15-დან 125 ლარამდეა. მათი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუფსიდიის სახით წელიწადში 60 000 ლარით ფინანსდებიან, რის გამოც ხელფასების გაზრდა ვერ ხერხდება.

"განაკვეთის ღირებულება თელავში და ლაგოდეხში 300 და 200 ლარია. ჩვენთან კი 102 ლარი. ბოლო ათი წელია ასე ვიტანჯებით. ზოგი მასწავლებელი თვეში თხუთმეტ ლარს იღებს. პენსიის ტოლი ხელფასიც არ გვაქვს", - განაცხადა პედაგოგმა მარინა სარიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა