შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ეს პოსტი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უკვე ყოფილმა უფროსმა, 36 წლის გიორგი მდინარაძემ დაიკავა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, პოლიციის შეფი თანამშრომლებს დღეს შეხვდება. გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებებს ელოდებიან, მდინარაძე თავისი გუნდით აპირებს მოსვლას.

-ბატონო გიორგი, გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებების განხორციელებას? ჩვენი ინფორმაციით, შეიცვლება თქვენი მოადგილეები. ასევე, რაიონული სამმართველოების უფროსები და მოადგილეები.

- დღეს მექნება პირველი შეხვედრა, ჩამოვალ, გავეცნობი თითოეულ მათგანს და ვნახოთ. ჯერ არაფერი მაქვს დაგეგმილი, პირველ რიგში, გაცნობა მოხდება.

-რა არის თქვენი გურიაში წამოსვლის მიზანი?

- ეს იყო სამინისტროს გადაწყვეტილება.

-უკავშირდება თუ არა თქვენი წამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდს?

- არავითარ შემთხვევაში, რა შუაშია ეგ?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა