სოციალურ ქსელებში დიდი სამეგობრო წრე ადამიანის უბედურების ნიშანია

სოციალურ ქსელებში დიდი სამეგობრო წრე ადამიანის უბედურების ნიშანია

სოციალურ ქსელში ასობით მეგობრის ყოლა აღიქმება, როგორც პოპულარობის და ბედნიერების მაჩვენებელი, მაგრამ სინამდვილეში ეს შესაძლოა, საპირისპიროს ნიშნავდეს.

კვლევის ფარგლებში, რომელიც ოთხი წლის მანძილზე ტარდებოდა, ამერიკელმა მეცნიერებმა 16 000 ადამიანის ფსიქოტიპი და ბედნიერების ხარისხი გამოიკვლიეს.

ადამიანები, რომლებიც კვლევის დასაწყისში ექსტრავერტებად (ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას, სიცოცხლისადმი ხალისს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას) აღიარეს, თანდათან უფრო ჩაკეტილები გახდნენ. ეს მეტყველებს იმაზე,  რომ მეგობრების დიდმა წრემ, საბოლო ჯამში, მათ ბედნიერება ვერ მოუტანა - ანუ მოხდა იმის საპირისპირო, რასაც მკვლევარები ვარაუდობდნენ. მეცნიერთა აზრით, ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მათ ახალი ურთიერთობების ძებნა არ სჭირდებოდათ. 

მომზადებულია Mail Online-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს