კახელები ინდოელი ფერმერების წინააღმდეგ

კახელები ინდოელი ფერმერების წინააღმდეგ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის მოსახლეობას ინდოელი ფერმერები პრობლემბს უქმნიან. ვეჯინელების განმარტებით, ინდოელი ფერმერები, რომლებსაც მათ მომიჯნავედ აქვთ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ადგილობრივებს თავიანთ სავარგულებში მუშაობის უფლებას არ აძლევენ. ისინი დახმარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისაგან ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"ასეთი რამე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ასე არ შეიძლება, ჩვენს საკუთარ ნაკვეთში მისვლის უფლება არ გვაქვს. სად არის სამართალი? საძოვრებზე მისასვლელი ადგილი აღარ დაგვიტოვეს. როგორ შევიყვანო საქონელი? თუ მათ ნაკვეთებში ერთი სული მაინც გადავიდა, მაშინვე პატრულს იძახებენ და ახსნა-განმარტებას გვთხოვენ", - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი გოჩა სეფიაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა განმარტავს, რომ წინა ხელისუფლებამ ვეჯინში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 80% ინდოელ ფერმერებს უკანონოდ მიჰყიდა. ვანო უსუნაშვილი აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მისგან დამოუკიდებლად გასხვისდა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა