მისტიური სახლი, სადაც არავინ ცხოვრობს და აივანზე მანეკენები ”სხედან”

მისტიური სახლი, სადაც არავინ ცხოვრობს და აივანზე მანეკენები ”სხედან”

ნიუ-იორკში მდებარეობს სახლი, რომელსაც ადგილობრივები The John Lawson House-ს უწოდებენ. სახლი მეტროსადგურ New Hamburg-თან ახლოსაა.

ნაგებობა შემზარავია როგორც ღამით, ისე დილით. მას უამრავი ლეგენდა და ჭორი უკავშირდება - ყოველდღე სახლის აივანზე ქალი მანეკენები გამოაქვთ. მათი რაოდენობა და მდებარეობა ყოველდღე იცვლება. სახლში ცოცხალი ადამიანი არასდროს შეუნიშნავთ. მეზობლებისთვის ნამდვილი თავსატეხია, ვის გამოაქვს აივანზე თოჯინები.

სახლის მისტიურობა მხოლოდ თოჯინების დამსახურება არ არის. წლების მანძილზე ყველა უბედური შემთხვევა სწორედ ამ შენობასთან ხდებოდა: 1871 წელს სახლიდან 200 ნაბიჯში მატარებელს ავარია მოუვიდა - ინციდენტისას 22 ადამიანი დაიღუპა. როგორც ამბობენ, თოჯინები ყოველთვის ისე სხედან, რომ მიმართულებით ავარიის ადგილისკენ მიუთითებენ.

1845 წელს ამ სახლთან ერთად მხოლოდ რამდენიმე ნაგებობა გადაურჩა ხანძარს. დანარჩენი სახლები ცეცხლმა გაანადგურა. ზოგჯერ თოჯინების მდებარეობა სწორედ იმ შენობებისკენაა მიმართული, რომელიც ხანძრის შემდეგ მიატოვეს. წვიმიან დღეებში თოჯინები უჩინარდებიან.

მეზობლები ღამით სამზარეულოში მკრთალ სინათლეს ხედავენ; ფანჯრებზე სქელი ფარდებია ჩამოფარებული და ცნობისმოყვარე თვალი ინტერიერს ვერ ხედავს. თუმცა, მეზობლებს წარმოდგენა არ აქვთ, ვინ ცხოვრობს სახლში, ან ვინ არის მისი პატრონი.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს