მამაკაცებს დიდი ზომის მკერდი არ იზიდავთ

მამაკაცებს დიდი ზომის მკერდი არ იზიდავთ

ქალისა და მამაკაცის სხეულის იდეალური ზომების გასარკვევად კვლევა ჩატარდა. ორივე სქესის წარმომადგენელ მოხალისეებს 3D-პროგრამის საშუალებით, მათი აზრით, ყველაზე მიმზიდველი სხეულის მოდელირება უნდა მოეხდინათ.

ექსპერიმენტისთვის 20 წლამდე ასაკის 80 ქალი და კაცი შეარჩიეს. მონაწილეებს უნდა აღეწერათ, სხეულის როგორი ფორმებს თვლიდნენ იდეალურად საკუთარი თავისთვის და საკუთარი პარტნიორისთვის და სპეციალურ 3D-დიზაინ პროგრამაში იდეალური სხეული უნდა აეწყოთ. მკვლევარები კი ფიზიკურ პარამეტრებს (სხეულის მასის ინდექსი, მკერდის, წელისა და თეძოების გარშემოწერილობა) ზომავდნენ.

შედეგებმა აჩვენა, რომ როგორც გოგონებს, ისე ახალგაზდა მამაკაცებს, სპორტული და ნავარჯიშები ტანით იზიდავთ. თითქმის ყველა გოგონამ ქალის იდეალური სხეულისთვის დიდი მკერდი აირჩია. ხოლო იდეალურ მამაკაცს ქალის თვალში ფართო მხრები, წვრილი წელი და ნავარჯიშები ტანი აქვს (კლასიკურიV-ს ფორმის ფიგურა).

ძლიერი სქესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მამაკაცებს დაკუნთული მკერდი და ძლიერი ფეხები უნდა ჰქონდეთ. იდეალური პარტნიორი კი მამაკაცების აზრით, მოხდენილი აღნაგობის, გამხდარი და პატარა მკერდიანი ქალია. ქალებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, მამაკაცებისთვის სილამაზის აუცილებელი პირობა არ აღმოჩნდა.

მომზადებულია ЕвроСМИ-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს