"ჩარეცხილი" პროფესორი სიკვდილს ებრძვის

"ჩარეცხილი" პროფესორი სიკვდილს ებრძვის

ნინელი სულაბერიძე ვეტერინარულ მეცნირებათა დოქტორია და როგორც თავად ამბობს, "ჩარეცხილი პრფესორიც". მისი თქმით, სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ ინტელიგენციის "ჩარეცხილებად" გამოცხადების შემდეგ დაკარგა.

სულაბერიძეს თბილისში სახლი აღარ აქვს და ამჟამად თელავში გადავიდა საცხოვრებლად. 7 წლის წინ მიტოვებულ სახლს ფანჯრები ჩამტვრეული აქვს, სახურავიდან კი წყალი ჩადის. საცხოვრებელში არც დენი, გაზი და წყალია.

ქალბატონი მძიმედ ავადმყოფია და დღეში 30 ლარის ღირებულების მედიკამენტი სჭირდება, რომლის შეძენასაც ვერ ახერხებს.

"სიცოცხლე გაუსაძლისი გახდა, დღეში 30 ლარის წამალი მჭირდება და როგორ უნდა ვიყიდო? დახმარება არ მყოფნის, თვეში 60 ლარი მაქვს დანიშნული მაგრამ ის მხოლოდ ორ დღეს მყოფნის. თვითონაც არ ვიცი, რა უნდა ვქნა", - აცხადებს სულაბერიძე.

გაჭირვებაში მყოფ ნინელი სულაბერიძეს სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაცია - 100 ლარი არ აუღია.

იხილეთ ვიდეო

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა