ათეთრებს კბილებს, წმენდს სახის კანს, ამაგრებს ფრჩხილებს, აშუშებს იარებს - ლიმონის გამოყენების 11 ხერხი

ათეთრებს კბილებს, წმენდს სახის კანს, ამაგრებს ფრჩხილებს, აშუშებს იარებს - ლიმონის გამოყენების 11 ხერხი

ბევრ ჩვენგანს უყვარს ლიმონი და მას ხშირად იყენებს კულინარიაში, თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რა სარგებლობა მოაქვს ამ ციტრუსს კანისა და თმის მოვლისას. გთავაზობთ ლიმონის გამოყენების 11 ხერხს კოსმეტიკურ პროცედურებში.

1. მოამზადეთ სახის კანის "გამასუფთავებელი და დამატენიანებელი" ლოსიონი: ამისათვის რამდენიმე წვეთ ქოქოსის წყალს (ქოქოსის წვენს) შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ქოქოსი ატენიანებს კანს, ლიმონი კი - ასუფთავებს.

2. იდაყვებსა და მუხლებზე კანის გამათეთრებელი: თუ თქვენს იდაყვებსა და მუხლებზე კანი გამუქებულია, გაიწმინდეთ ისინი გაჭრილი ლიმონით - ეფექტით აღფრთოვანდებით.

3. აკნეს მკურნალობა: ლიმონის წვენს ანტიბაქტერიული თვისებაც აქვს - მისი წვენი გაგათავისუფლებთ გამონაყრისგან. ოღონდ შემდეგ არ დაივიწყოთ მკვებავი საშუალების გამოყენება, თორემ ლიმონი კანს ძალიან აშრობს.

4. სახის ტონიკი: შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის რამდენიმე წვეთი და იმდენივე წვეთი ჩაის ხის ზეთის ექსტრაქტი, დაუმატეთ 200 მლ სტერილური წყალი და გამოიყენეთ სახის ტონიკის მაგივრად.

5. კბილების გამათეთრებელი საშუალება: საკვები სოდისა და ლიმონის წვენის ნარევში დაასველეთ ყურის საწმენდი ჩხირი, წაისვით კბილებზე და შემდეგ კბილის ჯაგრისით კარგად გაიხეხეთ - ეფექტს თავად ნახავთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს