სიკვდილამდე ერთად - ერთგული მეუღლეები, რომლებიც რამდენიმე საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ

სიკვდილამდე ერთად - ერთგული მეუღლეები, რომლებიც რამდენიმე საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ

ეს ფოტო გულგრილს ვერავის დატოვებს, ის ნიუ-იორკის საავადმყოფოშია გადაღებული.

ფოტოზე 83 წლის ედ ჰოლი და 82 წლის ფლორენი არიან გადაღებულნი. მოხუცებულები ხელიხელჩაკიდებულნი გარდაიცვალნენ - ედის სიკვდილი ცოლის გარდაცვალებიდან 36 საათის შემდეგ დაფიქსირდა. მათ 60 წლიანი ბედნიერი ქორწინება აკავშირებდათ.

ერთი თვის წინ ედი თირკლმის უკმარისობით როჩესტერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე დღის შემდეგ მისი მეუღლეც შეუძლოდ გახდა და United Methodist Medical Center-ში გადაიყვანეს - ფლორენს გულზე სერიოზული გართულებები აღენიშნებოდა.

83 წლის ედის ტრანსპორტირება სახიფათო იყო, მაგრამ ოჯახის წევრებმა და ექიმებმა პაციენტის უკანასკნელი სურვილი, რომ მომაკვდავი ცოლის გვერდით ყოფილიყო, შეასრულეს. ედი საყვარელ მეუღლესთან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

ფლორენის და ედის სიყვარული 60 წლის წინ დაიწყო - მათ ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს