"თქვენ ის ხალხი არ ხართ, ომის დაწყებისთვის რუსეთს ბოდიშებს, რომ უხდით?!" - თიკო სადუნიშვილის კრიტიკა ქართველებს

"თქვენ ის ხალხი არ ხართ, ომის დაწყებისთვის რუსეთს ბოდიშებს, რომ უხდით?!" - თიკო სადუნიშვილის კრიტიკა ქართველებს

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართველებს უკრაინელთა ყალბ თანადგომაში ადანაშაულებს.

"ეს ფეისბუქიც ქართულ სუფრას დავამსგავსეთ! აბა დაყარეთ სტატუსები, განსხვავებული ავატარები შემოგვაკლდა... ყველაფრის გადამეტება რატომ გვიყვარს ქართველებს?! მე მესმის, რომ ყველას გვტკივა, იმ შემზარავი კადრების ყურება რთულია, ბევრი ფილმშიც ვერ უძლებს! თითო დროშას და თითო სტატუსს გაგიგებდით, ისიც მჯერა თქვენი განცდა, მოქმედებაც გულწრფელია. კარგად, რომ არ გიცნობდეთ ამ უკიდურესად აღგზნებულ მდგომარეობასაც მოგიწონებდით, მაგრამ თქვენ ის ხალხი არ ხართ, კაი ტიპობაში მხოლოდ ერთმანეთს, რომ ეჯიბრებით?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, 2008-დან მოყოლებული ომის დაწყებისთვის რუსეთს ბოდიშებს, რომ უხდით?! (სხვათაშორის უკრაინელებმა თავად დაიწყეს)

თქვენ ის ხალხი არ ხართ, მეგობრობა გულებით რომ მარტო "ფეისბუქში" იცით, სინამდვილეში ერთმანეთის გაჭორვაზე გიჟდებით, მერე იმას უცდით ფეხი ვის უფრო სწრაფად დაუსხლტება, რომ ხმამაღლა დასცინოთ?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, საკუთარ წარმატებაზე მეტად სხვისი მარცხი, რომ გახარებთ?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, ყოველდღე ლანძღვა-გინებას, რომ მიძღვნით, ღამე ინბოქსში შვილის სიკვდილს რომ მისურვებთ გირგვლიანივით, მერე ძილად მისვლის ლოცვას კითხულობთ და ტკბილად იძინებთ. მე კი არ მძინავს და ღმერთს ვთხოვ ამდენი ნეგატიური ენერგია ჩემ ოჯახს ააცილოს, დიახ ჩემ ქალაქში ასე ცხოვრება ვისწავლე.

ფეიკ ჩანთებზე დასცინით ხალხს და ყალბი ღიმილი სახეზე სულ არ განაღვლებთ.

ყალბია თქვენი ვაჟკაცობა!

ყალბია თქვენი თამადობა!

ყალბია თქვენი თანადგომა!

P.S.რა თქმა უნდა ეს პოსტი ყველას არ ეძღვნება!", - წერს სადუნიშვილი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში უამრავი ქართველი ეხმაურება. სოციალური ქსლებით ევრომაიდანზე დახოცილი ადამიანების და ბერკუტთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალები ვრცელდება. ინტერნეტ-მომხმარებლები უკრაინელებს თანადგომას უცხადებენ ემოციური პოსტებითაც.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს