სკანდალი სოჭში - ფიგურულ სრიალში რუსი სპორტსმენის გამარჯვებას 2 მილიონამდე ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს

სკანდალი სოჭში - ფიგურულ სრიალში რუსი სპორტსმენის გამარჯვებას 2 მილიონამდე ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს

სოჭის ოლიმპიადის გარშემო სკანდალი გრძელდება - ქალთა შორის ფიგურულ სრიალში 17 წლის ადელინა სოტნიკოვას გამარჯვებას 1.7 მილიონი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს და სწორედ ისინი აწერენ ხელს Change.org-ის პეტიციას.

პეტიციის ხელმომწერები ქალთა შორის ფიგურულ სრიალში მსაჯების გადაწყვეტილების გამოძიებას მოითხოვენ. შეჯიბრში გამარჯვება 17 წლის რუსმა სპორტსმენმა ადელინა სოტნიკოვამ მოიპოვა. მან სამხრეთ კორეელი იუნა კიმი დაჯაბნა. სოტნიკოვამ საერთო ჯამში 224.59 ქულა მოიპოვა, ხოლო კიმმა 219.11. სოტნიკოვა პირველი რუსი მოციგურავე გახდა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში გამარჯვება მოიპოვა.

მსაჯების გადაწყვეტილებას უარყოფითი რეაქცია უმალ მოჰყვა და პეტიციას 6 საათში ხელი 700 000-მა ადამიანმა მოაწერა. მსაჯებიდან ერთ-ერთი, რომლის ხმაც ანონიმური დარჩა, უკრაინელი იური ბალკოვია. იური ნაგანოში კი 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მსაჯებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. კიდევ ერთი მსაჯი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, რუსი ალა შეხოვცოვაა, რომელიც რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის გენერალური დირექტორის, ვალენტინ პისეევის ცოლია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს