იანუკოვიჩის ოქროს უნიტაზი იპოვეს

იანუკოვიჩის ოქროს უნიტაზი იპოვეს

ინტერნეტში ოქროს უნიტაზის ფოტო გამოჩნდა. პორტალ Запорожье. Комментарии-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ფოტოს ავტორები ირწმუნებიან, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მეჟიგორის რეზიდენციაშია გადაღებული.

უნიტაზის "ნამდვილობის" დასამტკიცებლად, ავტორებმა სახელმწიფოს ლიდერის ტუალეტის ონკანის ფოტოც გამოაქვეყნეს, რომელიც სტილითა და ფერით ფოტოზე აღბეჭდილ პრეზიდენტის ტუალეტის ინტერიერს შეეფერება. ამ ონკანს ადრე მუშებმა გადაუღეს ფოტო, რომლებმაც მეჟიგორის რეზიდენცია გაარემონტეს.

ამავე დროს, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ფოტოები მხოლოდ ინტერნეტ მომხმარებლების ხუმრობა იყოს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩის ტუალეტში ოქროს უნიტაზია დამონტაჟებული, რომლის ღირებულება 350 000 ევროს შეადგენს.

ასევე იხილეთ: იანუკოვიჩის გაუგონარი ფუფუნება (+25 ფოტო)

მომზადებულია zp.comments.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს