გამარჯვებულ მორაგბეებს რუსებთან "აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაზიანზე მოგებას" სთხოვენ

გამარჯვებულ მორაგბეებს რუსებთან "აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაზიანზე მოგებას" სთხოვენ

22 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2014 წლის ერთა თასის მესამე ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 45 ათასზე მეტი გულშემატკივრის თვალწინ, ანგარიშით 36:10 სძლია.

"დინამო არენაზე", საქართველოსა და რუსეთის ჰიმნების შესრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილე გუნდების თხოვნით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.

მატჩის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულმა მორაგბეებმა პოსტერი ააფრიალეს წარწერით "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა".

ფოტო, რომელიც საქართვლოს ეროვნული რაგბის ნაკრების Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, ინტერნეტჰიტად იქცა. უმოკლეს პერიოდში ის 5.000-ზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და 3.000-ზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა. ფოტოს ქვეშ, კომენტარების ველში კი მორაგბეებს შემდეგი თხოვნა დაახვედრეს: "ერთხელაც, არ შეიძლება, აფხაზეთის და სამაჩაბლოს მაზიანზე რომ ვითამაშოთ?!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს