მუჰამედ ალის ხელთათმანები აუქციონზე 836,5 ათას დოლარად გაიყიდა

მუჰამედ ალის ხელთათმანები აუქციონზე 836,5 ათას დოლარად გაიყიდა

ხელთათმანები, რომლითაც მოკრივე მუჰამედ ალიმ მის კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, აუქციონზე 836,5 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლ Heritage Auctions-ის საიტზეა ნათქვამი, რომელიც ვაჭრობის ორგანიზატორი იყო.

ვაჭრობის დაწყებამდე ალის ხელთათმანების გაყიდვას ნახევარ მილიონ დოლარად ვარაუდობდნენ. ლოტისთვის 11 მყიდველი იბრძოდა. რარიტეტის ახალი მფლობელის სახელი არ ხმაურდება.

ბრძოლა, რომლითაც ალიმ მძიმე წონაში მისი პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 1964 წელს ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართა. ალიმ, რომელსაც ჯერ კიდევ კასიუს კლეის სახელით იცნობდნენ, სონი ლისტონი დაამარცხა.

ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მოკრივე 1964-1966 წლებში და 1974-დან 1978 წლამდე მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს ატარებდა. 1960 წელს მან 81 კილოგრამამდე წონაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

მომზადებულია sports.ha.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს