ქუთაისში კიკვიძის ძეგლის გადაღებვის გამო მოსახლეობა "ნაციონალებს" დაუპირისპირდა

ქუთაისში კიკვიძის ძეგლის გადაღებვის გამო მოსახლეობა "ნაციონალებს" დაუპირისპირდა

ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლი საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა გია გოქაძემ პროტესტის ნიშნად წითლად შეღება.

როგორც გოქაძე ამბობს, სირცხვილია, რომ ქალაქში საბჭოთა არმიელის ძეგლი ამ დრომდე არ აიღეს. "ჩვენს ქალაქში დგას იმ კაცის ძეგლი, რომელმაც ისროლა ტყვია ქართველი პატრიოტის, დავით ყიფიანის გულში და სიცოცხლე მოუსწრაფა. ამ კაცმა ასევე მოუსწრაფა სიცოცხლე ათეულობით ადამიანს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძონდნენ", - ამბობს გოქაძე.

გოქაძესგან განსხვავებით, ე.წ ზასტავას უბანში მცხოვრებლების ნაწილი კიკვიძის ძეგლის აღების წინააღმდეგია, რის გამოც, მოსახლეობა აქციის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა