მაქვს იდეა, მიშა 4 წლით ვათხოვოთ უკრაინელებს - თეა თუთბერიძე

მაქვს იდეა, მიშა 4 წლით ვათხოვოთ უკრაინელებს - თეა თუთბერიძე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა და კიევში, მაიდანზე შეკრებილ ევროინტეგრაციის მომხრეებს ემოციური სიტყვით უკრაინულ ენაზე მიმართა.

”მოვა დრო და ისტორიკოსები დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი არსებობა კიევში, მაიდანზე შეწყვიტა... ევროპის გული ბრიუსელსა და ბერლინში კი არა, კიევში ძგერს, უკრაინის ბედი მოსკოვში კი არ წყდება, არამედ აქ, უკრაინაში”, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მომიტინგეებს.

სააკაშვილის ამ გამოსვლის შემდეგ, თეა თუთბერიძე Facebook-ზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

"მე მაქვს იდეა, მიშა 4 წლით ვათხოვოთ უკრაინელებს, ხოლო უკრაინელებისგან ასევე 4 წლით ვითხოვოთ ფილარეტი. ვვეჭვობ ჩვენც გვეშველება და უკრაინასაც", - წერს თუთბერიძე და მეიდანზე გადაღებულ, სააკაშვილის ამ ფოტოს ავრცელებს თანდართული ტექსტით - "ჩემი საამაყო პრეზიდენტი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს