მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი iPhone 16,7 მლნ დოლარი ღირს

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი iPhone 16,7 მლნ დოლარი ღირს

ოქროთი და ბრილიანტით შემკული მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი iPhone 16,7 მლნ დოლარი ღირს.

საუბარი ეხება სმარტფონ iPhone 5 Black Diamond-ს, რომლის დიზაინი ბრიტანელმა სტიუარტ ჰიუზმა ერთ-ერთი ჰონკონგელი ბიზნესმენის ექსკლუზიური შეკვეთით შარშან შექმნა. ახლა კი ეს მოდელი სერიულის სტატუსს მიიღებს და ბრიტანელი იუველირის ოფიციალურ საიტზე ყველა მსურველისთვის "ხელმისაწვდომი" იქნება.

ტელეფონის კორპუსი 24-კარატიანი ოქროთია დამზადებული და 600 ბრილიანტით არის შემკული. დამატებით, 53 ძვირფასი ქვა "ვაშლის" ლოგოტიპის შექმნას დასჭირდა, წინა პანელი კი საფირონის მინითაა დამზადებული. ტელეფონის წინა ღილაკი დიდმა, 26 კარატიანმა შავმა ბრილიანტმა ჩაანაცვლა.

ლივერპულელი დიზაინერის თქმით, ნაკეთობის გაკეთებას 9 კვირა მოახმარა. პირველ შემკვეთს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, სმარტფონი 15,3 მლნ დოლარი დაუჯდა.

ჰიუზის კომპანია მყიდველს ოქროთი შემკობილი iPhone -ის შედარებით "უბრალო" ვერსიებსაც სთავაზობს. მათი ღირებულება ათიათასობით დოლარს შეადგენს.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს