როგორ შევარჩიოთ ხორცი

როგორ შევარჩიოთ ხორცი

ფერის მიხედვით ხორცზე ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ. რაც უფრო ღია ფერისაა ხორცი და ქონი, მით უფრო ახალგაზრდა საქონლისაა.

ხბოს ხორცი ღია ვარდისფერია და მკვრივი, თეთრი ფერის თხელი ცხიმის ფენა დაჰყვება. ღია მოწითალო ფერი დაჰკრავს 2 წლამდე უშობელის ხორცსაც, ქონი კი მასაც თეთრი აქვს.

5 წლამდე საქონლის ხორცი წითელი ფერისაა და ღია ყვითელი ფერის ქონი აქვს.

ბებერი ძროხის ხორცი მუქი წითელია, ასევე მუქი ყვითელი ფერის ქონით.

კარგ ხორცს მოვარდისფრო მოწითალო გარსი აქვს, გაჭრის დროს კი გადანაჭერი ადგილი მკვრივი, ოდნავ ნოტიო და დრეკადი აქვს.

გადანაჭერთან სითხე გამჭვირვალე ან ალისფერია, ხოლო სუნი სუფთა, უსიამოვნო ნოტების გარეშე.

ახალ ხორცს თითით რომ დააწვეთ, ჩაღრმავება მალევე გასწორდება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს