ნინო ჩხეიძე - "მრცხვენია თქვენს მაგივრად, მე მიყვარს ვანო მერაბიშვილი"

ნინო ჩხეიძე - "მრცხვენია თქვენს მაგივრად, მე მიყვარს ვანო მერაბიშვილი"

მომღერალი ნინო ჩხეიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს სიყვარულს საჯაროდ უხსნის.

"რამდენი ადამიანი მახსოვს ვანოს გვერდით... ან მაბარებდნენ გადაეცი, რომ ძალიან გვიყვარს და ა. შ. და დღეს? ყველა ჩუმად არის... ეს არის დრო... მე მრცხვენია თქვენს მაგივრად, მე მიყვარს ვანო", - წერს ნინო ჩხეიძე.

მომღერალი ნინო ჩხეიძე წლებია ვანო მერაბიშვილის ოჯახთან მეგობრობს.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ფიქტიური დასაქმების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მხარდასაჭერი პოსტი მომღერალმა სასამართლოს გადაწყვეტილების გახმაურებიდან მეორე დღეს გამოაქვეყნა.

იხილეთ ასევე: სად გადაიხადა და რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე

ნინო ჩხეიძის მეუღლე ივანიშვილს - "გამოუშვით უსამართლოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს