ხანძარმა მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციას 42 ათასი ლარის ზარალი მიაყენა

ხანძარმა მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციას 42 ათასი ლარის ზარალი მიაყენა

ქუთაისში, მხატვართა კავშირის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები სპეციალისტებმა შეაფასეს და ზარალი უკვე დათვალეს. ხანძრით მიყენებულმა ზარალმა 42 ათასი ლარი შეადგინა. 31 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხატვართა კავშირის პირველი სართულის ნაწილი და საგამოფენო დარბაზი "ვარლა" მთლიანად განადგურდა.

"დახმარებისთვის მივმართეთ მერიას, წარვუდგინეთ დოკუმენტაციები, ექსპერტების დასკვნები და მათ მიერ შეფასებული ზარალის რაოდენობა. მხატვართა კავშირის შენობა მუნიციპალური შენობაა, ქალაქის საკუთრებაა, შესაბამისად მეტი შანსია დაგვეხმარონ. იმიტომ რომ, ჩვენი სახსრებით ამას ვერასდროს გავაკეთებთ", -აღნიშნა მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კიკვაძემ.

გიორგი კიკვაძის თქმით, უმთავრესია საგამოფენო დარბაზის აღდგენა, რადგან მხატვართა კავშირის წევრები საგამოფენო სივრცის გარეშე რჩებიან.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა