ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ

ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ

ახალციხეში, თამარაშვილის N2-ში მდებარე რვასართულიანი კორპუსი, ქალაქის ერთადერთი მოქმედი მრავალსართულიანი, ლიფტიანი საცხოვრებელია. თუმცა შენობაში წელიწადზე მეტია ლიფტი არ მუშაობს. 65-ბინიან კორპუსში ამ ეტაპზე 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტის გარეშე გადაადგილებაც უჭირთ და მის შესაკეთებლად სახსრების შეგროვებაც. ამიტომ დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

"ტვირთი ვერ ამოგვიტანია. განახლება უნდა, სანდო არ არის. ის კაბინეტი, რომელიც ახლაა, შეიძლება შესაცვლელი იყოს. თუ აღდგენა არ შეიძლება, მაშინ ახალი უნდა გააკეთონ. ულიფტოდ უკვე აღარ შეგვიძლია. ვაპირებთ "ამხანაგობას" მივმართოთ. ადრე გვითხრეს, რომ თუ "ამხანაგობა" იქნება შექმნილი, გავაკეთებთო", - აცხადებენ ადგილობრივები.

რვასართულიან შენობაში ლიფტის გარდა, სხვა პრობლემებიც აქვთ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა