უგანდაში ჰომოსექსუალებს დააპატიმრებენ

უგანდაში ჰომოსექსუალებს დააპატიმრებენ

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა უგანდა ჰომოსექსუალებისთვის საშიში ხდება.

ქვეყნის პრეზიდენტ იოვერი მუსევენის თქმით, გეები "ბუნების საწინააღმდეგო" ადამიანები არიან. მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ჰომოსექსუალების დაპატიმრებას ითვალისწინებს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, დასავლეთი აფრიკაში ჰომოსექსუალიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

"ისინი საზიზღრები არიან. რა ხალხია? რასაც ისინი აკეთებენ, საშინელებაა, ზიზღის გამომწვევი. მზად ვიყავი უყურადღებოდ დამეტოვებინა ეს ფაქტები, თუ იქნებოდა დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ეს პათოლოგიურია. მსგავსი საბუთი არ არსებობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი კანონის მიხედვით, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება, ”ჰომოსექსუალიზმის მძიმე ფორმებისთვის” მაქსიმუმი სასჯელი სამუდამო პატიმრობაა. ამასთან, იგივე სასჯელი ელის გეის, რომელიც ჰომოსექსუალურ ქმედებაში მეორედ შენიშნეს, თუ რომელიმე პარტნიორი აივ-ინფიცირებულია, ან არასრულწლოვანთან აქვს სექსი. ამასთან, ახალი კანონი სასჯელის სახით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უგანდაში არსებულმა ანტიჰომოსექსუალურმა კანონმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს