დამლაგებელმა 10 000 ევროს ღირებულების ინსტალაცია ნაგავში გადააგდო

დამლაგებელმა 10 000 ევროს ღირებულების ინსტალაცია ნაგავში გადააგდო

იტალიის ქალაქ ბარიში დამლაგებელმა შემთხვევით ნაგავში გადააგდო ინსტალაცია, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ telegraph-ი წერს. ინსტალაცია ქაღალდებისა და მუყაოსგან იყო გაკეთებული.

დასუფთავების კომპანიაში, სადაც ქალბატონი მუშაობს, განაცხადეს, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებდა. ახლა ფირმას მოუწევს დაზიანებული ინსტალაციისთვის საფასური გადაიხადოს - ექსპონატები 10 000 ევროდ ფასდება.

როგორც ”ტელეგრაფი” აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს საოჯახო ნარჩენებად აღიქვამენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს