ჟურნალი COSMOPOLITAN-ი ორგაზმთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა დროს ამ თემის გარშემო შეკრებილი კვლევებია წარმოდგენილი.
1. აღმოჩნდა, რომ ქალებზე ხშირად ორგაზმს მამაკაცები განიცდიან.
2. ამ თემაზე საუბარი ბევრ ადამიანს დღემდე რცხვენია. ადამიანების 15%, რომელთაც სახლში სექს-სათამაშოები აქვთ, პარტნიორს სათამაშოებს უმალავენ.
3. ექიმები ამტკიცებენ, რომ ხშირი სექსი აახალგაზრდავებს. ინტიმური კავშირის დროს მატულობს კოლაგენი, რომელიც ახალგაზრდა და მკვრივი კანის გარანტია.
4. მეცნიერთა მტკიცებით ორგაზმი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. როგორც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ British Medical Journal-ში წერენ, ამ დროს იმუნური სისტემა ძლიერდება და ტვინიც აქტიურად მუშაობს.
5. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანები სექსში კომფორტს ასაკში აღწევენ. ეს იმიტომ, რომ თქვენს სხეულს უფრო კარგად იცნობთ.
მომზადებულია cosmopolitan.co.uk-ის მიხედვით.