პოლიტიკოსი დებატებისას შიშველი ქალის ფოტოებს ათვალიერებდა

პოლიტიკოსი დებატებისას შიშველი ქალის ფოტოებს ათვალიერებდა

იმის ნაცვლად, რომ ცხარე დებატებში მონაწილეობა მიეღო, 71 წლის ესპანელი პოლიტიკოსი მიგელ ანგელ რევილა შიშველი გოგონების ფოტოებს ათვალიერებდა.

ფოტოგრაფმა მიგელი მაშინ გამოიჭირა, როდესაც ის რეგიონალური პარლამენტის სხდომაზე სექსუალური ქალის ფოტოს ათვალიერებდა. ეს ფოტო ესპანური გაზეთის, El diario Montañes-ის ფოტოგრაფმა ანდრეს ფერნანდესმა გადაიღო. მოგვიანებით ფოტო "ტვიტერში" ატვირთეს. მიგელმა კრიტიკა დაიმსახურა.

პოლიტიკოსმა ინციდენტის განმუხტვა სცადა და ოფიციალური კომენტარი გააკეთა. როგორც მიგელმა განაცხადა, ის უბრალოდ ფურცლებს შლიდა, რადგანაც სტატიას ეძებდა, სადაც მიგელ ბლესაზე წერდნენ.

"ჟურნალ Interviu-ში ბლესას შესახებ ძალიან საინტერესო სტატია დაიბეჭდა. სხდომის დროს მოვითხოვე ჟურნალი, რომ სტატია წამეკითხა", - დაწერა პოლიტიკოსმა "ტვიტერში".

ესპანურ ჟურნალ Interviu-ში ცნობილი და მდიდარი ადამიანების შიშველ, ან ნახევრად შიშველ ფოტოებს ბეჭდავენ. ჟურნალის გვერდები ეთმობა როგორც პაპარაცულ კადრებს, ასევე პროფესიონალურ ფოტოსესიებს. ამასთან, Interviu-ში იბეჭდება პოლიტიკური და ეკონომიკური სკანდალების შემცველი სტატიებიც.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს